Friday, March 13, 2015

დღე მე-9
       ტრენინგის მეცხრე დღეს გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.  ვიყავით ერთმანეთის შავი და თეთრი ოპონენტები. მივეცით ერთმანეთს კონსტრუქციული რჩევები, მითითებები, შენიშვნები.საბოლოოდ დავაზუსტე ,როგორ უნდა ვიმუშაოთ პროექტის შაბლონით. ჩემმა პროექტმა საბოლოო სახე რომ მიიღოს, გავითვალისწინებ ტრენერის და კოლეგების რჩევებს, მითითებებს. პროექტმა შემძინა გამოცდილება. ვფიქრობ,მოსწავლეებისათვის საინტერესო იქნება ნასწავლი მასალის საკუთარ,ყოველდღიურ ცხოვრებასთან მორგება.
          ჩვენს ტრენერს  -   გვანცას დიდი მადლობა სიახლეების მოწოდებისათვის!!!!
   

Wednesday, March 4, 2015

დღე 8
რამდენი რამ არ ვიცი! დავიბენი! მივიღე დიდი ინფორმაცია!
ვისწავლე ლოგოს და მისამართის გადატანა ,ბლოგზე გადატანა.ტექნოლოგიების გამოყენებით  ფასილიტაცია.

Monday, March 2, 2015

დღე მე-7

გავასწორე დავალება,რომელიც სახლში გავაკეთე.  განვიხილე განმავითარებელი შეფასების გამოყენების მნიშვნელობა,დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით.

  • მოსწავლეებისთვის განსხვავებული მაგალითების შეთავაზება
  • სისტემის შექმნა მოსწავლეებისთვის, პროგრესის თვითმონიტორინგისთვის
  • არჩევანის შეზღუდვა პროექტებზე მუშაობის დროს
  • მოსწავლეებისთვის გარკვეული სტრატეგიების შეთავაზება (როგორიცაა გრაფიკული დამგეგმავის გამოყენება, სწავლის პროცესის ვიზუალური კომპონენტის გაძლიერებისთვის)
  • იარლიყების შეთავაზება, რაც მოსწავლეებს ცოდნის კლასიფიცირებასა და ორგანიზებაში დაეხმარებაგანმავითარებელი