Friday, March 13, 2015

დღე მე-9
       ტრენინგის მეცხრე დღეს გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.  ვიყავით ერთმანეთის შავი და თეთრი ოპონენტები. მივეცით ერთმანეთს კონსტრუქციული რჩევები, მითითებები, შენიშვნები.საბოლოოდ დავაზუსტე ,როგორ უნდა ვიმუშაოთ პროექტის შაბლონით. ჩემმა პროექტმა საბოლოო სახე რომ მიიღოს, გავითვალისწინებ ტრენერის და კოლეგების რჩევებს, მითითებებს. პროექტმა შემძინა გამოცდილება. ვფიქრობ,მოსწავლეებისათვის საინტერესო იქნება ნასწავლი მასალის საკუთარ,ყოველდღიურ ცხოვრებასთან მორგება.
          ჩვენს ტრენერს  -   გვანცას დიდი მადლობა სიახლეების მოწოდებისათვის!!!!
   

Wednesday, March 4, 2015

დღე 8
რამდენი რამ არ ვიცი! დავიბენი! მივიღე დიდი ინფორმაცია!
ვისწავლე ლოგოს და მისამართის გადატანა ,ბლოგზე გადატანა.ტექნოლოგიების გამოყენებით  ფასილიტაცია.

Monday, March 2, 2015

დღე მე-7

გავასწორე დავალება,რომელიც სახლში გავაკეთე.  განვიხილე განმავითარებელი შეფასების გამოყენების მნიშვნელობა,დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით.

  • მოსწავლეებისთვის განსხვავებული მაგალითების შეთავაზება
  • სისტემის შექმნა მოსწავლეებისთვის, პროგრესის თვითმონიტორინგისთვის
  • არჩევანის შეზღუდვა პროექტებზე მუშაობის დროს
  • მოსწავლეებისთვის გარკვეული სტრატეგიების შეთავაზება (როგორიცაა გრაფიკული დამგეგმავის გამოყენება, სწავლის პროცესის ვიზუალური კომპონენტის გაძლიერებისთვის)
  • იარლიყების შეთავაზება, რაც მოსწავლეებს ცოდნის კლასიფიცირებასა და ორგანიზებაში დაეხმარებაგანმავითარებელი

Monday, February 23, 2015

                              დღე 5
კიდევ ერთხელ გავიხსენეთ რამდენად საჭიროა თემის წინასწარ დაგეგმვა. სამი რუბრიკის:  შეფასების რუბრიკა,  სტანდარტების და  მიზნების , პორტფოლიოს გათვალისწინებით- კავშირების დამყარება . გავიხსენეთ პროექტის გეგმის საფეხურები. გავეცანი მზა პროექტის ნიმუშს.
 გავიგე რა არის საავტორო უფლება, რა უფლებით ვისარგებლებ, .
 შესაბამისად ლინკის გადატანა საჭიროების მიხედვით. ონლაინ რეჟიმში კავშირი.

Friday, February 20, 2015

გავაგრძელე მე-2 მოდული. მესამე აქტივობა - დროში გაწელილი შეფასების სქემა.
რომელიც შედგება: ცოდნა პროექტის დაწყებამდე, მსვლელობის დროს შეძენილი  და დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნა. მეთოდითა და ინსტრუმენტებით.ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოვიძიე შესაბამისი პროექტის განსახორციელებელი სტანდარტები. ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან.  გადავიტანე შაბლონში.

Wednesday, February 18, 2015

დღე მე- 3

  გავიაზრე  პროექტის გეგმის შაბლონი. მოვახერხე და  შევავსე პროექტის გეგმა.მეორე მოდულში გავეცანი საკვანძო სიტყვებს, რაც დამეხმარება  თემის, პროექტის პრობლემის განსაზღვრაში. საკვანძო სიტყვები დამეხმარება პროექტის დაგეგმვაში; მოსწავლეებში გავზრდი მოტივაციას, სწორად დავუგეგმავ აქტივობებს.

Wednesday, February 11, 2015

დღე 2

   გავხსენი ელექტრონული  წიგნი. პირველ მოდულში -პროექტით სწავლება-გავეცანით ჩეკლისტის მახასიათებლებს,. პორტფოლიოს ძირითად მოთხოვნებს-  ოთხი დონით. რესურსებში  მოვძებნე პუბლიკაციები- ბუკლეტების მრავალფეროვნება,რომელსაც გამოვიყენებ პროექტის განხორციელებისას,ინფორმაციის გადასაცემად. ბუკლეტის დასამზადებლად ვორდიდან გადმოვქაჩავ სურათებს.